LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტი ამ პროცესში არა მომრიგებელი, არამედ მხარეა – გედევან ფოფხაძე

26

„პრეზიდენტი ამ პროცესში არა მომრიგებელი, არამედ მხარეა,“ – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გედევან ფოფხაძემ, პრეზიდენტის ახალ შეთავაზებაზე საპასუხოდ ჟურნალისტებს განუცხადა.

ფოფხაძის თქმით, პრეზიდენტი აფიქსირებს ოპოზიციის სასარგებლო განწყობებს.

„პრეზიდენტი ამ პროცესში გახდა მხარე, ის არ არის მომრიგებელი და არც კონსტრუქციულ როლს თამაშობს. ის აფიქსირებს ოპოზიციის სასარგებლო განწყობებს. ჩვენი მიზანი კი არის ისეთი დოკუმენტის შექმნა, რომელიც ძლიერი სახელმწიფოს წინაპირობა იქნება,“ – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები