LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტი ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედროს ოჯახს სამძიმარს უცხადებს

133

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე უმცროსი სერჟანტის მდინარი ბებიაშვილის დაღუპვის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.

ქვეყნის მთავარსარდლის სამძიმრის  განცხადებას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ გიორგი მარგველაშვილი უმძიმესი ტრაგედიის გამო, უსამძიმრებს დაღუპული უმცროსი სერჟანტის ოჯახს, მეგობრებსა და თანამებრძოლებს – „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს.

”ქედს ვიხრი თითოეული იმ ადამიანის წინაშე, ვინც ემსახურება სამშობლოს, ვინც ბრძოლაში სიცოცხლე დაკარგა, ვინც განშორებულია თავის ოჯახს. ვუცხადებ მათ პატივისცემას და საქართველოს მოქალაქეების სახელით უდიდეს მადლიერებას გამოვხატავ”, – აღნიშნულია განცხადებაში.

საქართველოს პრეზიდენტი თავდასხმის შედეგად დაშავებულ ქართველ სამხედროებს, რომლებიც ბაგრამის საავიაციო ბაზის ჰოსპიტალში მკურნალობენ, სწრაფად გამოჯანმრთელებას უსურვებს.