LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტი და ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე შეთანხმდნენ

105

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე შეთანხმდნენ და უახლოეს პერიოდში საზოგადოებას, მმართველ ძალას და “ვენეციის კომისიას” ერთობლივ დოკუმენტს წარუდგენენ.

ეს გადაწყვეტილება დღეს პრეზიდენტის სასახლეში ოპოზიციასა და პრეზიდენტის მრჩევლებს შორის გამართული შეხვედრაზე მიიღეს, რომელშიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე, საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე, პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებათა საკითხებში კახა კოჟორიძე მონაწილეობდნენ.

“დღევანდელ შეხვედრაზე პრაქტიკულად ყველა საკითხზე მოხდა შეთანხმება. ჩამოყალიბდა პოლიტიკური პარტიებისა და პრეზიდენტის გუნდის ერთიანი ხედვა. უკვე უახლოეს დღეებში, მომდევნო კვირის დასაწყისში ეს ყველაფერი საბოლოოდ დოკუმენტური სახით ჩამოყალიბდება და წარედგინება საზოგადოებას, საპარლამენტო უმრავლესობას, ვენეციის კომისიას.

“კიდევ ერთხელ მინდა, შევახსენო ყველას და მათ შორის, ხელისუფლებას, რომ შესაძლებელია კონსენსუსი. დღევანდელი სამუშაო შეხვედრა იყო ამის კიდევ ერთი დადასტურება და მნიშვნელოვანია, რომ ახლა საბოლოო შანსი, საბოლოო შესაძლებლობა გამოვიყენოთ ქვეყნის დემოკრატიული იმიჯის გადასარჩენად,“ – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები