LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტი და ყავა – როგორც აღმოჩნდა, მარგველაშვილს “ლატე” უყვარს

103

საქართველოს პირველ პირს, როგორც აღმოჩნდა, ყავა უყვარს, უპირატესობას კი “ლატეს” ანიჭებს.

გიორგი მარგველაშვილი კამპანია „მოითხოვე ქართულის“ ფარგლებში რამდენიმე ქართული საწარმოს ესტუმრა, ყავის საწარმო „მონდოში“ კი კონსულტანტს სთხოვა, მისთვის ლატე მოემზადებინა.

კომპანია “დენოლას” მონახულებისას კი პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სახლში რემონტის შემდეგ ავეჯისთვის ღრუბელს სწორედ აღნიშნულ საწარმოში ყიდულობდა.

„ეს არის „დენოლას“ ღრუბლის ქარხანა. აქედან არაერთხელ მაქვს ნაყიდი ღრუბელი, რათა გამეკეთებინა სახლში ავეჯი. კიდევ ერთხელ მინდა ვუთხრა ყველას, ვინც ყიდულობთ პროდუქტს, იკითხეთ თუ არის შესაძლებლობა რომ იყიდოთ ქართული,“ – განაცხადა პრეზიდენტმა.

საპრეზიდენტო კამპანიით “მოითხოვე ქართული“, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს, გიორგი მარგველაშვილი გოგა ჩანადირისა და ტარიელ ზივზივაძის ინიციატივას შეუერთდა, რომელიც ქართული პროდუქციის პოპულარიზაციით ქართული ეკონომიკის გაძლიერებას ისახავს მიზნად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები