LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტი დებატებზე თავს, შესაძლოა, ბოლო დროინდელი მოვლენების გამო იკავებდეს – გიორგი კახიანი

65

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გიორგი კახიანი, პრეზიდენტის მხრიდან დებატებთან დაკავშირებით თავის შეკავებას ბოლო დროინდელ მოვლენებს უკავშირებს.

“ყოველთვის ოპოზიციაც და პრეზიდენტიც გამოთქვამდა სურვილს დებატებთან დაკავშირებით. ამჯერად მათ ესეთი სურვილი არ გამოუთქვამთ. პრეზიდენტის მხრიდან ეს შეიძლება უკავშირდებოდეს ბოლო დროინდელ მოვლენებს, რომელიც მის გარშემო განვითარდა და რომელსაც მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება ჰქონდა საზოგადოების მხრიდან”- აღნიშნა კახიანმა.

მისივე თქმით, პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ დებატებთან დამავშირებით გადაწყვეტილება უმრავლესობას უკვე მიღებული აქვს.

“ესეთი გადაწყვეტილება მივიღეთ გასულ წელსაც და წელსაც. ესაა უმრავლესობის გადაწყვეტილება. დებატების ფორმატს რაც შეეხება, უმცირესობასა და უმრავლესობას მიეცემათ 45-45 წუთი, ასევე ფრაქციებს 15-15 წუთი, პარლამენტის დამოუკიდებელ წევრს 5 წუთი.”- განაცხადა კახიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები