LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტი IRI-ს კვლევებს ეხმიანება

37

საქართველოს პრეზიდენტი საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევებს ეხმიანება. მისი თქმით, განსაკუთრებით საინტერესო ამ რეიტინგებში იყო პრეზიდენტის საერთო, სახალხო არჩევასთან დაკავშირებით დაფიქსირებული პოზიცია.

”ჩვენ ყოველთვის ყურადღებით ვაკვირდებით ხოლმე რეიტინგებს და ვაკვირდებით იმ დინამიკას, რაც ჩანს რეიტინგებში. რა თქმა უნდა, გვაინტერესებს ის პოზიცია, რომელსაც გამოხატავს ქართული და აფიქსირებს ქართული საზოგადოება. ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო ამ რეიტინგებში იყო ის პოზიცია , რომელიც დაფიქსირდა პრეზიდენტის ინსტიტუტის საერთო, სახალხო არჩევასთან დაკავშირებით. მე მიხარია, რომ ქართულმა საზოგადოებამ, ასე ერთმნიშვნელოვნად , ასე მკაფიოდ თავისი პოზიცია დაუფიქსირა მთელს სახელმწიფოს. დააფიქსირა ძალიან ნათელი გზავნილი, რომ ხალხის ინტერესშია იმ უფლების შენარჩუნება , რაც ქართველ ხალხს ჰქონდა ტრადიციულად და რაც გულისხმობს იმას, რომ აირჩიოს ქვეყნის მეთაური. ასეთი პოზიცია და ასეთი ნათელი გზავნილი, ბუნებრივია უნდა იქნას გაზიარებული”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები