LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტი კაშიას მხარესაა: ჩემი მხარდაჭერა კაპიტანს

38

საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერის და ჰოლანდიური ,,ვიტესის” კაპიტნის მხარდასაჭერად საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

,,მიუღებელია გურამ კაშიას წინააღმდეგ აგორებული კამპანია.
ყველა ადამიანს აქვს გამოხატვის თავისუფლება, ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს.
ვგმობ ძალადობის გამოვლინებას ნებისმიერი ფორმით.
მივესალმები სპორტული საზოგადოების ერთსულოვან მხარდაჭერას გურამ კაშიას მიმართ, ზიზღი და ძალადობა ჩვენი საზოგადოებისთვის უცხოა.
ჩემი მხარდაჭერა საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ვიცე-კაპიტანს და არნემის „ვიტესის“ კაპიტანს გურამ კაშიას”, – ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, ჰოლანდიის ჩემპიონატის ერთ-ერთი ტურის მატჩებში გუნდის კაპიტნები ლგბტ პირების მხარდასაჭერი სამკლაურით გავიდნენ. მათ შორის გურამ კაშია, რასაც აჟიოტაჟი მოყვა. აზრი ორად გაიყო, ზოგი უწონებდა საქციელს, ზოგი პირიქით.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები