LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტი კონსტიტუციასთან დაკავშირებით კონსულტაციებს გამართავს

25

“დოკუმენტი, რომელიც უნდა უძლებდეს საუკუნეებს, ვერ უძლებს საათებს. მიღებიდან რამდენიმე საათში გვთხოვენ, შევცვალოთ ის საკონსტიტუციო ცვლილებები,“ – ასე ეხმაურება პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე პარლამენტის თავმჯდომარის პრეზიდენტისადმი შეთავაზებას.

ანა დოლიძის ინფორმაციით, შეთავაზებასთან დაკავშირებით კონსულტაციები გაიმართება სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებთან,  მათ შორის “ქართულ ოცნებასთანაც“ და გადაწყვეტილება კონსულტაციის საფუძველზე იქნება მიღებული.

მისივე თქნით, ვითარება, რომელიც შექმნილია კონსტიტუციასთან მიმართებაში, წარმოუდგენელია.

“ამ ეტაპზე ჩვენ ვუყურებთ ამ პროცესს, რომ საქმე გვაქვს არასერიოზულ და წარმოუდგენელ ვითარებასთან. ეს ვითარება არის, რომ მრავალსაუკუნოვანი დოკუმენტი მიღებიდან რამდენიმე საათში იცვლება. კონსტიტუცია არ არის ვინმეს ანგარიში, ეს არის დოკუმენტი, რომელმც უნდა გაუძლოს საუკუნეებს,” – აღნიშნა დოლიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ პრეზიდენტს კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე ვეტოს გამოყენება და მხოლოდ იმ შენიშვნების ასახვა შესთავაზა, რომელიც გაუნაწილებელი მანდატების ბონუსების სისტემის გაუქმებასა და ერთჯერადად ბლოკების შენარჩუნებას ეხება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები