LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ბრექსიტმა, შესაძლოა, საქართველოს საინტერესო პერსპექტივები გაუხსნას

26

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ბრიტანეთის გასვლა ევროკავშირიდან დიდ გავლენას მოახდენს ევროპის პოლიტიკაზე და შესაძლებელია, საქართველოს ძალიან საინტერესო პერსპექტივები გაეხსნას. როგორც გიორგი მარგველაშვილმა „ამბასადორიალი 2016“-ზე გამოსვლისას აღნიშნა, აუცილებელია, რომ ევროინტეგრაციის პროცესში ევროპის ყველა ქვეყანასთან მჭიდრო ურთიერთობა უნდა გვქონდეს.

“ევროინტეგრაციის პროცესი არ ნიშნავს ურთიერთობებს მხოლოდ ბრიუსელთან და ევროსტრუქტურებთან. მნიშვნელოვანია მუდმივი თანამშრომლობის გაღრმავება ევროპის ყველა დედაქალაქთან. თანამშრომლობის და ჩართულობის ფორმატი უნდა გავააქტიუროთ, ასევე ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებთან და ვიშეგრადის ოთხეულთან. ამასთან ერთად, მნიშვნელოვანია აქტიურად დავაკვირდეთ იმ პროცესებს, რაც წარიმართება ევროკავშირში, იმ შედეგებს ბრიტანეთის რეფერენდუმისა, რომელიც ბუნებრივია, გავლენას მოახდენს ევროპის პოლიტიკაზე თავის უახლოეს პარტნიორებთან და ამ თვალსაზრისით, შესაძლებელია, საქართველოს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი პერსპექტივები გაეხსნას”, -განაცხადა პრეზიდენტმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები