LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტი მოლაპარაკებებს აწარმოებდა პარტიებსა და არასამთავრობოებთან, რომ საკონსტიტუციო კომისია დაეტოვებინათ – კობახიძე

30

საკონსტიტუციო კომისიის დატოვებასთან დაკავშირებით სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციასა და პოლიტიკურ პარტიასთან გიორგი მარგველაშვილი კონსულტაციებს მართავდა – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ განაცხადა და აღნიშნა, რომ „ინფორმაცია სარწმუნოა“.

”გვქონდა სარწმუნო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ პრეზიდენტი ცალკეულ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან მართავდა კონსულტაციებს, მათ მიერ კომისიის დატოვებასთან დაკავშირებით. სამწუხაროა, რომ ეს სარწმუნო ინფორმაცია მართლდება – რამდენიმე სუბიექტს, ჩვენი ინფორმაციით, დაგეგმილი აქვს შესაბამისი გადაწყვეტილების გახმოვანება, თუმცა ეს ყველაფერი, ბუნებრივია, ხელს ვერ შეუშლის იმ სამუშაოს ბოლომდე მიყვანას, რომელიც ჩვენ დავიწყეთ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში. ჩვენ აუცილებლად შევასრულებთ დასახულ მიზანს, რომელიც საქართველოს პარლამენტმა დაგვისახა და საბოლოოდ ძალიან დახვეწილი კონსტიტუცია გვექნება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტში სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის – ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, სასამართლო ხელისუფლების, საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულისა და ზოგადი და გარდამავალი დებულებების საკითხთა სამუშაო ჯგუფის სხდომა მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები