LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტი : მოთმინებით ველით დღეს, როდესაც ნატო გადაწყვეტს, გახდეს უფრო ძლიერი საქართველოს გაწევრიანებით

12

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველშვილმა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართა, ფორუმის თბილისში ჩატარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ალიანსის ამ ჟესტს დღეს ხედავენ, როგორც საქართველოს მოკავშირეები, ასევე საქართველოს არამეგობარი ქვეყნები.

საქართველოს პრეზიდენტმა რეგიონში არსებულ გამოწვევებზე, ნატო – საქრათველოს ურთიერთობების შემდგომ განვითარებაზე და მსოფლიო სტაბილურობის დაცვის საქმეში საქართველოს მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა.
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, დღეს რეგიონში ძალიან რთული ვითარებაა, საქარათველოს წინაშე დგას გამოწვევები, რომლებიც უკავშირდება ჩვენი ქვეყნების სტაბილურობას, ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის და ყოფის ხარისხს, რომელიც საშიშროებას უქმნის ცივილიზებული სამყაროს მიერ დამკვიდრებულ ღირებულებებს.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, იმ გამოწვევებს, რაც არის ალიანსის წინაშე და იმ ქვეყნების და ხალხების წინაშე, რომლებმაც თავის განვითარების გზად თავისუფლება, დემოკრატია, ადამიანის უფლებები, სხვათა პატივისცემა აღიარა- ერთად უნდა გავცეთ უაღრესად კოორდინირებული პასუხი.
„საქართველო ამ პროცესში ნამდვილად არის პასუხისმგებლიანი მოთამაშე. ეს პასუხისმგებლიანი მიდგომა გლობალური მშვიდობის მიმართ, ჩემმა ქვეყანამ გამოავლინა დაახლოებით 20 წლის წინ.
26 წელია, რაც ჩვენი დამოუკიდებლობა აღდგა და მას შემდეგ, რაც რეალურად შეიქმნა და გაძლიერდა საქართველოს შეიარაღებული ძალები, ჩვენ ყოველთვის ვიდექით ჩვენს მოკავშირეებთან ერთად და ვიცავდით გლობალურ სტაბილურობას“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა სამშვიდობო მისიებში მონაწილე ქართველ სამხედროებს, რომლებიც სხვა ერებთან ერთად იცავენ გლობალურ სტაბილურობას.
როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველო დღეს არის ქვეყანა, რომლის ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია ჩრდილოელი მეზობლის მიერ და ჰყავს ეთნიკური ნიშნით დევნილი მოსახლეობა. საქართველოს ოკუპაცია, რეალურად არ დაწყებულა 2008 წელს, ის დაიწყო 90-იანი წლების დასაწყისში და ამ ოკუპაციას ჰქონდა ის ფორმა, რომელსაც დღეს ჰიბრიდულ ომს ვუწოდებთ.
„ამ ურთულეს ვითარებაში და ამ ურთულეს ფონზე ჩემი ქვეყანა ვითარდება ბოლო 25 წელია. მიზანმიმართულად ვითარდება, როგორც დემოკრატია, მიზანმიმართულად ვითარდება თავისუფალი საზოგადოებისა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები