LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტი მოუწოდებს ყველას, “ციანიდის საქმეზე”განცხადებებისგან თავი შეიკავონ

47

გიორგი მარგველაშვილი “ციანიდის საქმეში” ოფიციალურად ჩართული მხარეების გარდა ყველა დაინტერესებულ მხარეს მოუწოდებს, ცოტა ხნით განცხადებების გაკეთებისგან თავი შეიკავონ, ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ განაცხადა.

“ძალიან სენსიტიურია ეს თემა. პრეზიდენტის სახელით მინდა განვაცხადო – ამ საქმეში ჩართულ ყველა დაინტერესებულ მხარეს, გარდა ოფიციალურად ჩართული მხარეეებისა, რაშიც იგულისხმება პროკურატურა და დაცვის მხარე, პრეზიდენტი მოუწოდებს, ცოტა ხნით მაინც შეიკავონ თავი გაცხადებებისგან იმისთვის, რომ გამოძიებას და დაცვას მიეცეს საშუალება ეფექტურად განახორციელონ საქმიანობა”, – განაცხადა მიშველაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები