LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტი ოპოზიციას კონსტიტუციის პროექტის საკუთარი ვერსიის შექმნას სთავაზობს

100

საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, ოპოზიციურ პარტიებს სთავაზობს, ძირითადი წინააღმდეგობების გათვალისწინებით უკვე კონსტიტუციური ცვლილებების პროექტის საკუთარი ვერსია შექმნან.

ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა ოპოზიციურ პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.

უკვე დაიდო რაღაც დოკუმენტი, ეს პოლიტიკური ფაქტია. ავიღოთ დოკუმენტი, როგორც ამოსავალი, არ დავიწყოთ დამოუკიდებელი იმპროვიზაცია, მოვნიშნოთ ძირითადი პუნქტები, რომლებიც წინააღმდეგობის თემა იყო, დავწეროთ ჩვენი ვერსია, ის, რაზეც შეთანხმდებით თქვენ და შევთავაზოთ მმართველ პოლიტიკურ ძალას, როგორც გამოსავალი. ამით ჩვენ დავანახებთ პარტნიორებს, რომ შესაძლებელია, განსხვავებული დაპირისპირებული პოლიტიკური ძალები ერთად აკეთებდნენ საქმეს,” – განაცხადა მარგველაშვილმა.