LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტი პარლამენტს კონსტიტუციის მიღების პროცესის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს

32

„ჩვენ მოვუწოდებთ მმართველ პოლიტიკურ გუნდს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს პროცესი საქართველოს პარლამენტში,“ – ასე აფასებს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, გიორგი აბაშიშვილი, უმრავლესობის მიერ ორი მოსმენით მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებები დამტკიცებას.

ამის შესახებ განცხადება აბაშიშვილმა დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გააკეთა და აღნიშნა, რომ ფართო კონსენსუსის გარეშე ახალ კონსტიტუციას ლეგიტიმაციის პრობლემა ექნება.

„ჩვენ მოვუწოდებთ მმართველ პოლიტიკურ გუნდს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს პროცესი საქართველოს პარლამენტში, ვგულისხმობთ კონსტიტუციის მიღების პროცესს. განეწყოს და დაუბრუნდეს მოლაპარაკებებს. განეწყოს კონსენსუსისთვის, ვინაიდან, კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რასაც ვამბობდით, ფაქტობრივად, ცხრა-ათი თვის წინ, რომ ფართო კონსენსუსის გარეშე საქართველოს კონსტიტუციას ექნება სერიოზული ლეგიტიმაციის პრობლემა,“ – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

პოპულალურები