LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტი პარლამენტში მოხსენებით გაზაფხულზე წარდგება

15

გიორგი მარგველაშვილი პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით, სავარაუდოდ, მარტში წარდგება, ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ განაცხადა.
”იქედან გამომდინარე, რომ სქართველოს პრეზიდენტს სულ ახლახან ჰქონდა მიმართვა ახლადარჩეული პარლამენტისადმი, ჩვენი დღის წესრიგიდან გამომდინარე, ჩვენ კონსულტაციები გავმართეთ საქართველოს პარლამენტთან და შევჯერდით, რომ უპრიანი იქნებოდა პრეზიდენტის გამოსვლა ყოფილიყო მოგვიანებით, გაზაფხულზე, სავარაუდოდ, მარტში. საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა, ბუნებრივია, შეეხება ყველა იმ საკითხებს, რომელსაც ჩვენ ვთვლით, რომ საჭირბოროტოა მოსახლეობისთვის და კონკრეტულად ყურადღება უნდა მიაქციოს საქართველოს პარლამეტმა”, – განაცხადა ანა დოლიძემ.