LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტი “რუსთავი 2”-ის საქმესთან დაკავშირებით ცდილობდა სტრასბურგის სასამართლოზე გავლენა მოეხდინა

93

ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოს პრეზიდენტი, სხვადასხვა პოლიტიკური პარტია და სუბიექტი ცდილობდნენ, სტრასბურგის სასამართლოზე “რუსთავი 2”-ის საქმესთან დაკავშირებით პოლიტიკური გავლენა მოეხდინათ.

“იყო კონკრეტული ნიშნები იმისა, რომ კონკრეტული სუბიექტები, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტი, კონკრეტული პოლიტიკური პარტიები და სხვა სუბიექტები, ცდილობდნენ პოლიტიკური გავლენის მოხდენას სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე. შესაბამისი წერილებიც გააგზავნეს სტრასბურგის სასამართლოში და ბუნებრივია, ეს იყო პოლიტიკური გავლენის მოხდენის მცდელობა და ბუნებრივია, ამ გავლენის ქვეშ იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილება. ეს არ ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება იყო პოლიტიკური, თუმცა მიზანი იყო პოლიტიკური გავლენის მოხდენა”,- განაცხადა კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები