LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტი “რუსთავი 2”-ის საქმეზე სტატუს-კვოს შენარჩუნების ინიციატივით გამოდის

46

პრეზიდენტი “რუსთავი 2″-თან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოსა და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამდე სტატუს-კვოს შენარჩუნების ინიციატივით გამოდის.

მისი განცხადებით,”რუსთავი 2” არის არამხოლოდ ბიზნესი, არამედ მნიშნელოვანი რგოლი საზოგადოებრვი ცხოვრებისთვის, “ის არის კრიტიკული და განსხვავებული აზრის დაფიქსირების საშუალება, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნის ევროპული მომავლისთვის”.

მარგველაშვილის თქმით, “რუსთავი 2”-ის საქმე მის ყველა საერთაშორისო შეხვედრაზე იყო წამოწეული და უცხოელი პარტნიორები ამ საქმეს უყურებენ არა მხოლოდ როგორც სამართლებრივ დავას, არამედ როგორც პოლიტიკურ პროცესს.

პრეზიდენტმა დღეს არ განიხილა საქმის სამართლებრივი ნაწილი, თუმცა ამბობს, რომ საქმის მიმდინარეობისას პოლიტიკოსები უხეშად ერეოდნენ საქმეში საკუთარი განცხადებებით. ის  მოუწოდებს მხარეებს, არ მიიღონ რადიკალური გადაწყვეტილებები და საკონსტიტუციო სასამართლოსა და სტრასბურგის სასამართლოს განაჩენამდე შეინარჩუნონ არსებული ვითარება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები