LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტი საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტს შეხვდა

45

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს საბერძნეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან ნიკოს კოძიასთან შეხვედრა გამართა

შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და საბერძნეთს შორის არსებული ისტორიული ურთიერთობა და თანამშრომლობის პერსპექტივა განიხილეს.
საუბარი შეეხო საქართველოს, როგორც ევროპასა და აზიას შორის სატრანზიტო დერეფნის მნიშვნელობას, ასევე შავი ზღვის აუზის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობისა და უსაფრთხოების საკითხებს.

საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი მარგველაშვილს კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, არაღიარების პოლიტიკის, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფების მტკიცე მხარდაჭერა. თავის მხრივ, ქვეყნის პირველმა პირმა მადლობა გადაუხადა ნიკოს კოძიასს მის მიერ საქართველოსათვის ვიზალიბერალიზაციის პროცესში შეტანილი პირადი წვლილისათვის.

ნიკოს კოძიასმა საქართველოს პრეზიდენტს საბერძნეთის პრეზიდენტის გულთბილი მოკითხვა გადასცა და პრეზიდენტ პროკოპის პავლოპულოსის სახელით საბერძნეთის რესპუბლიკაში მიიწვია.

საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ფიქრია ჩიხრაძე, პრეზიდენტის მრჩეველი სოფიო შამანიდი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები