LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტი საბოტაჟსა და ტყუილებს არ წყვეტს – ირაკლი კობახიძე

74

”არ წყდება საბოტაჟი და ტყუილები საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან პარლამენტსა და საკონსტიტუციო კომისიის მისამართით,”- ეს განცხადება პარლმენტის თავმჯდომარემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე გააკეთა, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებათა პროექტი წარადგინა.

მანამდე ირაკლი კობახიძე მედიაში ვენეციის კომისიის დასკვნის წინასწარ გავრცელების ფაქტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ვენეციის კომისიის წინასწარი დასკვნა მხოლოდ 2 სუბიექტს – პარლამენტის ხელმძღვანელობას და პრეზიდენტს ჰქონდა. მისი თქმით, ვენეციის კომისიის თხოვნა იყო, რომ ვინაიდან ეს დასკვნა მხოლოდ სამუშაო ვერსიაა და არა საბოლოო, არ უნდა გასაჯაროებულიყო, კობახიძემ განმარტა, რომ პარლამენტმა ეს თხოვნა შეასრულა, შესაბამისად, აქვს საფუძვლიანი ეჭვი, თუ საიდან გავცელდა მედიაში ვენეციის კომისიის წინასწარი დასკვნა საკონსტიტუციო პროექტზე.

”ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტს ვენეციის კომისიის მხრიდან წინასწარი დასკვნის დოკუმენტი გაეზავნა. ძალიან დამღლელია რა ხდება საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან. გვესაუბრება კონსესუსზე,როდესაც ამ 4 თვის განმავლობაში არ ჩართულა სამუშაო კომისიაში და რა მორალური უფლება აქვს რომ მოგვიწოდოს კონსესუსისკენ? არ წყდება ტყუილები და საბოტაჟი საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან პარლამენტსა და სამუშაო კომისიაზე. გიორგი მარგველაშვილმა კომისიაზე შეტევა 4 თვის წინ დაიწყო და ახლა არის მძიმე მდგომარეობაში”-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები