LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტი -საჯარო მმართველობის განვითარება განათლების სისტემის გარეშე წარმოუდგენელია

39

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საერთაშორისო კონფერენცია „ეფექტური მმართველობა – საგანმანათლებლო საქმიანობით დემოკრატიული ღირებულებებისა და პრაქტიკების ხელშეწყობა“ გახსნა.
გიორგი მარგველაშვილმა სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტს (GIPA) კონფერენციის ორგანიზებისათვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ ახალი კანონის ძალაში შესვლისა და დანერგვის პროცესში საქართველო ახალი გამოწვევების წინაშე დგას. თუ საჯარო სამსახურის სტანდარტები არ ვითარდება, საჯარო სამსახური და სახელმწიფო ვერ პასუხობს იმ გამოწვევებს, რომელსაც საზოგადოება და ამომრჩეველი აყენებს.
პრეზიდენტის განცხადებით, ამ თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანია საჯარო სამსახურის სტანდარტის მუდმივად ზრდა, როგორც პროფესიული კვალიფიკაციის ასევე, ეთიკური მიმართულებით. ამის განხორციელება კი, განათლების სისტემის გარეშე, კვალიფიკაციის მუდმივი ზრდის გარეშე ძალიან რთულია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები