LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტი სასჯელაღსრულების მინისტრსა და შეწყალების კომისიის წევრებს შეხვდება

38

საქართველოს პრეზიდენტი 19 აპრილს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრსა და შეწყალების კომისიის წევრებს შეხვდება.

„დღეს მქონდა კომუნიკაცია ბატონ მინისტრთან და ჩვენ შევთანხმდით, რომ ხუთშაბათს შედგება შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტს, ბატონ მინისტრსა და შეწყალების კომისიის წევრებს შორის”, – აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი კახი კახიშვილის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ იმ სრულიად არაადეკვატური და ბინძური კამპანიის ფონზე, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ ტრაგიკულ ფაქტთან დაკავშირებით აწარმოა კოალიციამ “ქართული ოცნება” და “ევროპულმა საქართველომ” მიესალმება მინისტრ კახიშვილის ძალიან კონსტრუქციულ, საქმიან პოზიციას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები