LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტი უსაფრთხოებასა და საგარეო ურთიერთობებზე გაამახვილებს ყურადღებას – ჩიხრაძე

61

პარლამენტში გამოსვლისას დღეს საქართველოს პრეზიდენტი ქვეყნის უსაფრთხოებასა და საგარეო პოლიტიკაზე გაამახვილებს ყურადღებას, ამის შესახებ რადიო „ფორტუნას“ გადაცემა „რაკურსის“ ეთერში პრეზიდენტის მრჩეველმა, ფიქრია ჩიხრაძემ განაცხადა.

პარლამენტში გიორგი მარგველაშვილს უკვე ელოდებიან, მისი ყოველწლიური გამოსვლა საკანონმდებლო ორგანოში 12 საათზე დაიწყება.

დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მთავრობის წევრებთან ერთად ელოდებიან პრემიერ-მინისტრსაც, უმაღლესი სახელმწიფო ინსტიტუციების ხელმძღვანელ პირებს, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს.

პრეზიდენტის მოხსენების შემდეგ 2-საათიანი შესვენება გამოცხადდება, რის შემდეგაც დებატების ფორმატში, დეპუტატების გამოსვლები დაიწყება.