LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შესარჩევად კონსულტაციებს დღეიდან დაიწყებს

80

პრეზიდენტის ადმინისტრაცია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შესარჩევად კონსულტაციებს დღეიდან დაიწყებს. აღნიშნულთან დაკავშირებით, ავლაბრის სასახლეში პირველი შეხვედრა დღეს, 12:00 საათზე გაიმართება. პრეზიდენტის მრჩევლები აკადემიური წრეების წარმომადგენლებს შეხვდებიან.

„ორშაბათიდან ვიწყებ ფართო კონსულტაციებს, რომელიც მოიცავს უაღრესად გახსნილ, დემოკრატიულ ჩართულობას, ყველა იმ პირისა, რომელსაც ძალუძს სახელმწიფოს ახალი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევაში დაეხმაროს. დღეს განსაკუთრებით მინდა მოგიწოდოთ აკადემიური სფეროს წარმომადგენლებს, იურისტებს, იმ ადამიანებს, ვინც წლების განმავლობაში საქართველოს სასამართლო სისტემის გაჯანსაღებაზე მუშაობდნენ, ჩაერთოთ ამ პროცესში, რომლის მიზანიც უნდა იყოს ისეთი ადამიანის შერჩევა, რომელიც შეძლებს დაიწყოს სასამართლო სისტემის გაჯანსაღება; რომელსაც ექნება საკმარისი კვალიფიკაცია და აგრეთვე მორალური ძალა; რომელსაც ექნება საზოგადოების მხარდაჭერა. ეს უმნიშვნელოვანესია იმისთვის, რომ დაიწყოს სასამართლო სისტემაში ის პოზიტიური პროცესები, რომლებიც უმნიშვნელოვანესია ჩვენი დემოკრატიისთვის. ეს დაიწყება ორშაბათიდან და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ, როგორც საზოგადოება, როგორც სახელმწიფო, შევძლებთ გავიაზროთ ის გამოწვევა, რომელიც ჩვენს წინაშე დგას. შევძლებთ მივხვდეთ, რომ დღეს ქალბატონი ნინოს გადადგომით გაშიშვლდა ის მრავალი პრობლემა, რომლის თაობაზეც არაერთხელ და არაერთი ჩვენი პარტნიორი, ჩვენი ქვეყნის ავტორიტეტული იურისტები და ამ დარგის სპეციალისტები აღნიშნავდნენ. სასამართლო სისტემა უნდა გაჯანსაღდეს – ეს არის გამოწვევა, რომელიც უდრის ჩვენი დემოკრატიის, ჩვენი სახელმწიფოებრიობის. ჩვენი სამართლებრივი პროცესის უზრუნველყოფას,“ – განაცხადა მარგველაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე გადადგა. მიზეზად კი ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები