LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტი – ველოდები იმ დროს, როდესაც გამარჯვებული ძალა დაიწყებს მოკავშირეების და არა მტრების ძებნას

74

საქართველოს პრეზიდენტი საპარლამენტო უმრავლესობას და პარლამენტს დილაოგისკენ და ინსტიტუციური თანამშრომლობისკენ მოუწოდებს.

“გასული წლის ნოემბერში ახალ პარლამენტს მივმართე. მაშინ მოგახსენეთ, რომ ახალი საკონსტიტუციო უმრავლესობის შექმნა აჩენდა ძალაუფლების კონცენტრაციის საფრთხეს, მაგრამ ამავდროულად აჩენდა თამამი რეფორმებისა და ინიციატივების შესაძლებლობებსაც.

რა მივიღეთ რეალურად ხუთი თვის თავზე? სავარაუდო საფრთხე იქცა სერიოზულ პრობლემად,ხოლო რეფორმების დინამიკა არაა შთამბეჭდავი,” – განაცხადა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ “უარი თქვა დიალოგზე და ჩაიკეტა საკუთარ თავში” და ამ ფონზე მისასალმებელია გადაწყვეტილება, დღევანდელი დებატების გამართვის თაობაზე.

“მე არაერთხელ მითქვამს არჩევნებშიგამარჯვების შემდეგ, რომ საქართველოს ყველა მოქალაქის სამსახურში ვარ და ყველა ამომრჩევლის პრეზიდენტი ვარ. ზუსტად ასევე – თქვენც, პარტიული კუთვნილების მიუხედავად, ყველას მინისტრები და დეპუტატები ხართ. და მე ველოდები იმ დროს, როდესაც გამარჯვებული ძალა დაიწყებს მოკავშირეების და არა მტრების ძებნას. რადგან მჯერა, რომ ყველაზე მაღალი ამბიცია, რაც შეიძლება პოლიტიკოსს ჰქონდეს, ეს ქვეყნისა და საზოგადოების გამთლიანებაა. ამიტომ, არაერთხელ მოგიწოდეთ და დღესაც მოგიწოდებთ დიალოგისკენ, ინსტიტუციური თანამშრომლობისკენ”, – განაცხადა მარგველაშვილმა.

პოპულალურები