LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტის ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ მარგველაშვილი უსუფაშვილს შეხვდა

41

დავით უსუფაშვილის და გიორგი მარგველაშვილის კონსულტაციები დაიწყო. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე პრეზიდენტს უკვე შეხვდა.

საუბრის მთავარი თემა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები იყო. დავით უსუფაშვილმა გიორგი მარგველაშვილს შეხვედრა საჯაროდ რამდენიმე დღის წინ შესთავაზა და უსუფაშვილს არ დაუმალავს შეხვედრის მიზანი. ის ამბობს, რომ 2018 წლის არჩევნების წინ სურს ახალი პოლიტიკური ძალის კონტურები გამოკვეთოს.

დავით უსუფაშვილთან შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ადასტურებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები