LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტის ადმინისტრაცია ე.წ. გირგვლიანის შესწორებებთან დაკავშირებით ადვოკატთა ასოციაციასთან მემორანდუმს გააფორმებს

53

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ე.წ. გირგვლიანის შესწორებებთან დაკავშირებით ადვოკატთა ასოციაციასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებს.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მემორანდუმის მიზანი იმ ღონისძიებების მხარდაჭერაა, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოში 2005-2012 წლებში რეპრესირებული ადვოკატებისთვის და 05.12.2012 წლის დადგენილებით პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ, ან დევნილ პირად მიჩნეული მსჯავრდებულების საქმეების შესწავლასა და სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე, მარეაბილიტირებელი გარემოებების დადგენას, რაც შესაძლებლობას მისცემს პირს, აღიდგინოს სამართლიანი სასამართლოს დარღვეული უფლება.

მემორანდუმი ხვალ, 11:00 საათზე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაფორმდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები