LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტის ადმინისტრაცია მიხეილ სააკაშვილს ქართულ პოლიტიკურ პროცესებში ჩარევისგან თავის შეკავებას ურჩევს

35

პრეზიდენტის ადმინისტრაცია ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ქართულ პოლიტიკურ პროცესებში ჩარევისგან თავის შეკავებას ურჩევს. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, ანა დოლიძის განცხადებით, სააკაშვილი ცდილობს რეპუტაცია შეულახოს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას.

“სააკაშვილს საქართველოს პოლიტიკურ საქმიანობაში ჩარევის უფლება არ აქვს. იგი ტყუის, როცა ამბობს, რომ საკუთარი ნებით არ დატოვა საქართველოს მოქალაქეობა. კარგად იცოდა, რომ როდესაც იღებდა უკრაინის მოქალაქეობას, ჩვენი კანონმდებლობით, ის დაკარგავდა საქართველოს მოქალაქეობას”, – განაცხადა დოლიძემ.

საია-ში მიიჩნევენ, რომ მიხეილ სააკაშვილმა გუშინ, „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენაზე ვიდეომიმართვით წინასაარჩევნო აგიტაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობა დაარღვია  და  აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიას მის წინააღმდეგ სანქციის გამოყენებისკენ მოუწოდებს. კერძოდ, წინასაარჩევნო აგიტაციაში უცხო ქვეყნის მოქალაქის მონაწილეობა 2 000 ლარის ოდენობით დაჯარიმებას ითვალისწინებს.

თავად სააკაშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ იგი გაკვირვებულია საია-ს განცხადებებით. მისი თქმით,  სანქცია ვერ შეაშინებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები