LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტის ადმინისტრაცია საპარლამენტო უმრავლესობასთან შეხვედრის მზაობას გამოთქვამს

124
პრეზიდენტის მრჩევლის ფიქრია ჩიხრაძის განცხადებით, პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში თავისუფლად შეიძლება კონსტიტუციასთან დაკავშირებით დიალოგი შედგეს.
“პრეზიდენტი განწყობილია, რომ დიალოგი გაგრძელდეს, ჩვენ შევხვდებით უმრავლესობას თუ ამის სურვილი იქნება და მოვისმენთ მათ მოსაზრებებს.ასევე გავაგრძელებთ შეხვედრას ოპოზიციასთან”- განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.
მისივე თქმით ვეტოსთან დაკავშირებით კონსესუსი არსებობს და მას როგორც მმართველი პარტია, ასევე ოპოზიციური სპექტრიც ითხოვს.
” ვეტოს მიმართ ხელისუფლებაში მხოლოდ უარყოფითი განწყობა იყო, დღეს ამბობენ, რომ გარკვეულ საკითხებზე ვეტო საჭიროა”- აცხადებს ფიქრია ჩიხრაძე.
ჟურნალისტის კითხვაზე, მოტივირებულ შენიშვნებში ხომ არ შეიძლება მხოლოდ ორ საკითხზე იყოს საუბარი, ფიქრია ჩიხრაძე ამბობს, რომ წინასწარ ამაზე ვერ ისაუბრებს.
” რატომ არ შეიძლება ეს 2 საკითხი 5მდე გაიზარდოს?”- განაცხადა ჩიხრაძემ.

პოპულალურები