LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ახალ კონსტიტუციას ერთპარტიული უწოდა

111

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით მიღებასთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე აცხადებს, რომ დღეს მიღებული კონსტიტუციის დოკუმენტი მხოლოდ ერთ პარტიას ეკუთვნის.

“კონსტიტუცია უნდა ყოფილიყო ყველას კუთვნილება, თუმცა სამწუხაროდ, დღეს ჩვენ მივიღეთ დოკუმენტი, რომელიც ერთი პარტიის გარდა არავისი არ არის. ეს არის გაშვებული ისტორიული შანსი – ერთხელ, ჩვენთან შექმნილიყო თანხმობის კონსტიტუცია, თანხმობის დოკუმენტი და კიდევ ერთი ნაბიჯი გადაგვედგა დემოკრატიული წეს-წყობილებისკენ”, – განაცხადა ანა დოლიძემ.

ჯერჯერობით კვლავ უცნობია, დაადებს თუ არა პრეზიდენტი კონსტიტუციის პროექტს ვეტოს.

საქართველოს პარლამენტმა ახალი კონსტიტუცია მესამე მოსმენით მიიღო. კენჭისყრისთვის რეგისტრაცია 119 დეპუტატმა გაიარა, საიდანაც 117-მა ხმა მისცა ახალ კონსტიტუციას. ამ 117-ში ერთი დეპუტატი “პატრიოტთა ალიანსიდანაა”.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები