LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უშიშროების საბჭოს სხდომა მიმდინარეობს

66

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა მიმდინარეობს. სხდომას უშიშროების საბჭოს მუდმივმოქმედი წევრებიდან 6 წევრი ესწრება, მათ შორის პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.

ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული ოთხი საკითხი განიხილება.

ესენია: 1. შავი ზღვის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, მომხსენებელი – საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, თანამომხსენებლები: საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა, შეირაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია;

2. საქართველო-ნატო: 2.1 საქართველოს მონაწილეობა შავი ზღვის უსაფრთხოების დიალოგში და თანამშრომლობის ფორმატები; 2.2. საქართველო-ნატოს პარტნიორობის დღის წესრიგი, მომხსენებელი – დავით დონდუა, თანამომხსენებლები: საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, დავით რაქვიაშვილი;

3. რეფორმები თავდაცვის სამინისტროში, მომხსენებელი – ლევან იზორია, თანამომხსენებელი – ვლადიმერ ჩაჩიბაია;

4. საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების სისტემა ჰიბრიდული საფრთხეების ფონზე და საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივა: „საქართველოს ეროვნული უშიშროება – ერთიანი ეროვნული მიდგომა“, მომხსენებელი – დავით რაქვიაშვილი.

სხდომის დაწყებამდე საბჭოს წევრებს კომენტარი არ გაუკეთებიათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები