LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტის ინსტიტუტი სააკაშვილის გარშემო შემოკრებილი პარტიების ტრიბუნად ჩამოყალიბდა – გია ვოლსკი

44

ფაქტობრივად პრეზიდენტის ინსტიტუტი ჩამოყალიბდა როგორც ტრიბუნა მათ შორის ზოგიერთი პარტიისათვის, რომელიც დღეს სააკაშვილის გარშემოა შემოკრებილი – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა გია ვოლსკიმ გადაცემა “რეაქციაში” ინგა გრიგოლიას კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, როდესაც გადაცემის წამყვანმა მას ჰკითხა: “ხვალ პრეზიდენტის რანგში გიორგი მარგველაშვილის ბოლო გამოსვლა იქნება პარლამენტში, რას უპირებთ პრეზიდენტს?”

მარგველაშვილმა ავტორიტეტგამოცლილ პარტიათა ტრიბუნა ჩამოაყალიბა. ერთი პლუსი აქვს, მოდით მაინც დაპირისპირება დავარქვათ ამას. ეს გარკვეულწილად პოზიტიურ როლსაც თამაშობს. ხაზს უსვამს რა არსებულ პლურალიზმს. აზრების ჭიდილის საკმაოდ ფართო ასპარეზს. თუმცა, მე მგონი თავად ვერ აფასებს ამას სათანადოდ”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

 

ხვალ პარლამენტში ქვეყნის პრეზიდენტს ელოდებიან. უმრავლესობამ უკვე დააანონსა, რომ გიორგი მარგველაშვილთან დებატები განსაკუთრებით კრიტიკული იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები