LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტის მაკიაჟი: რა უჯდებათ საფრანგეთის ლიდერებს სახის გალამაზება

131

ემანუელ მაკრონმა პრეზიდენტობის პირველ სამ თვეში მაკიაჟზე 26 ათასი დოლარი დახარჯა. როგორც ჩანს, 39 წლის ლიდერს რომლის აქტუალობა დღითიდღე იზრდება, პირადი ვიზაჟისტის გარეშე ცხოვრება არ შეუძლია. აღსანიშნავია, რომ სტილისტი ნატაშა მ. მომავალ პრეზიდენტს ჯერ კიდევ საარჩევნო კამპანიის დროს ემსახურებოდა და მაშინ ემანუელის წარმომადგენლები დახარჯულ ფინანსებზე ყურადღებას ნაკლებად ამახვილებდნენ.

„Vanity Fair”-ის ინფორმაციით, მაკიაჟზე უარს არც ნიკოლა სარკოზი ამბობდა, თუმცა ის ამ სერვისში თვეში მხოლოდ 8 000 ევროს იხდიდა. თუმცა, მაკრონი და სარკოზი სახსენებელიც კი არ არიან, თუკი ფრანსუა ოლანდს გავიხსენებეთ. საქმე ისაა, რომ ყოფილი პრეზიდენტი ვარცხნილობის გასაკეთებლად თავის სტილისტს 99 ათას ევროს უხდიდა. ხოლო, თუ რამდენს უხდის მაკრონი სტილისტს, ამას ფრანგული მედია არ აზუსტებს.

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები