LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტის მიმართ გამოძიების დაწყებას გამოვრიცხავ – არჩილ თალაკვაძე

32

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე შეწყალების საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიმართ გამოძიების დაწყებას გამორიცხავს, თუმცა, მიიჩნევს, რომ არსებულ კითხვებს, პასუხი უნდა გაეცეს.

მისი თქმით, პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეფასება აღნიშნულ საკითხზე პოლიტიკური იყო, რაშიც მას მთელი გუნდის მხარდაჭერა აქვს.

“ვფიქრობ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან წარუმატებელი მცდელობა იყო, რომ ყურადღება პოლიტიკური შეფასებებიდან სხვა საკითხზე გადაეტანა. კერძოდ, მათ გამოძიების დაწყების და იმპიჩმენტის თემის წამოწევა სცადეს, რაც ვერ შედგა. პარლამენტში დასმულ შეკითხვებზე პასუხების გაცემა საჭიროა. კერძოდ, იმ პრაქტიკასთან დაკავშირებით, რომელიც შეწყალების თვალსაზრისით გვაქვს, როგორც რიცხვებში, ასევე კრიტერიუმებში, დემოკრატიული სახელმწიფოების პრაქტიკასთან ჩვენ ნამდვილად აცილება გვაქვს,“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები