LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტის პარლამენტის მიერ არჩევა იურიდიულად უფრო სწორია – ირაკლი კობახიძე

80

“იურიდიულად უფრო სწორია პარლამენტის მიერ პრეზიდენტის არჩევა,“ – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა. ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო ცვლილებსა და პრეზიდენტის არჩევის წესზე ისაუბრა.

„პარლამენტი 2024 წელს პროპორციული წესით იქნება არჩეული. ამის შემდეგ ტარდება პრეზიდენტის პირველი არაპირდაპირი არჩევნები, შესაბამისად, ახალი კონტექსტის გათვალისწინებით შეიძლება ზოგადად, დაიწყოს მსჯელობა ამ ცვლილებასთან დაკავშირებით. თუმცა, გუშინ მხოლოდ აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო. ამასაც ამხელა სპეკულაციები და არასწორი, არაჯანსაღი ინტერპრეტაციები მოჰყვა. შესაბამისად, ყველაფერს გავითვალისწინებთ, პოლიტიკურ კონტექსტს, იურიდიულ მხარეს. დილემა არის ასეთი – შეგვიძლია ჩვენ ერთი ვარიანტი, რომ მოვერიდოთ სპეკულაციებს, არაჯანსაღ განცხადებებს და ამ შემთხვევაში დავტოვებთ იმ მოდელს, რომელიც არის ჩამოყალიბებული. იურიდიულად უფრო სწორია პარლამენტის მიერ პრეზიდენტის არჩევა,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები