LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტის პრეროგატივაა, რა საკითხებს განიხილავს ოპოზიციასთან – არჩილ თალაკვაძე

20

„პრეზიდენტს საკმაოდ ინტენსიური თანამშრომლობა აქვს ოპოზიციურ პარტიებთან. პრეზიდენტის პრეროგატივაა, რა საკითხებს განიხილავს ოპოზიციასთან,“ – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ, საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტსა და ოპოზიციას შორის დღეს დაგეგმილ შეხვედრაზე განაცხადა.

საკონსტიტუციო რეფორმის მთელ პერიოდში პრეზიდენტს და პრეზიდენტის ადმინისტრაციას საკმაოდ ინტენსიური თანამშრომლობა აქვს ოპოზიციურ პარტიებთან. ეს არის ერთერთი მორიგი შეხვედრა და, რა თქმა უნდა, პრეზიდენტის პრეროგატივაა, თუ რა საკითხებს განიხილავს ოპოზიციასთან,“ – განაცხადა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, მმართველმა გუნდმა გაიარა საკონსტიტუციო რეფორმის ყველა ეტაპი, რომელიც კანონმდებლობით და დემოკრატიული პრინციპებით იყო აუცილებელი: საკონსტიტუციო კომისია, საჯარო განხილვები, კონსულტაციების რამდენიმე რაუნდი ვენეციის კომისიასთან, პოლიტიკური დებატები და განხილვა ოპოზიციასთან და ახლა უკვე ვენეციის კომისიის წინასწარი დასკვნის შემდეგ პარლამენტში კონსტიტუციის მესამე მოსმენით განხილვა გაიმართება.