LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტის სასახლეში შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტის მიღების ოფიციალური ცერემონია გაიმართა

92

საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტის მიღების ოფიციალური ცერემონია გაიმართა. დორის ლოიტჰარდი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით გუშინ ეწვია.

შვეიცარიის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალურ ცერემონიაში მონაწილეობდნენ: საქართველოს პირველი ვიცეპრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, გიორგი აბაშიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ვახტანგ მახარობლიშვილი, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი, თენგიზ ფხალაძე, საქართველოს ელჩი შვეიცარიის კონფედერაციაში, დავით ჯალაღანია, საპარლამენტო მდივანი, ანა დოლიძე, საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის დეპარტამენტის დირექტორი, ნინო ბარათაშვილი.

დღესვე საქართველოს და შვეიცარიის პრეზიდენტები გამართავენ შეხვედრებს როგორც პირისპირ, ასევე გაფართოებულ ფორმატებში დელეგაციების თანხლებით, რის შემდეგაც ქართველი და უცხოური მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ.

შვეიცარიის პრეზიდენტი, ასევე, გამართავს ოფიციალურ შეხვედრებს საქართველოს პრემიერმინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარესთან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები