LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტის შვილი ნარკოტიკებზე საუბრობს: “ხალხი მართლა კვდება ამის გამო”

95

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის შვილმა, ანა მარგველაშვილმა სატელევიზიო ეთერით, ნარკოტიკების შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, ე.წ. კლუბური ნარკოტიკების აკრძალვის და არაადეკვატური სასჯელის გამო, ხალხი თავს საფრთხეში იგდებს.

“ზოგი ე.წ. ბიოზე გადადის, ზოგი აფთიაქში რაღაც აბებს ყიდულობს… რეალურად, ამას უფრო ცუდი შედეგი მოაქვს, ვიდრე კლუბური ნარკოტიკის მიღებას. ხალხი მართლა კვდება ამის გამო…”, – განაცხადა ანა მარგველაშვილმა “ნანუკას შოუში”.

გარდა ამისა, მან გადაცემაში მისი მეგობრის დაკავების ფაქტზე ისაუბრა, რომელსაც მისი თქმით, 18 აბი სუბოტექსი “ჩაუდეს” და აღნიშნა, რომ ყველაფერს გააკეთებს მისი მეგობრის სიმართლის დასამტკიცებლად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები