LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტის შვილის მეგობარი – მანქანაში ჩატენვის დროს დაზიანებები მივიღე, პოლიციელმა ჩამარტყა

60

მანქანაში რომ მტენიდნენ ჯიბეებს ვიტრიალებდი და ვყვიროდი, მინდოდა ხალხი შესწრებოდა და ენახა რას მიშვრებოდნენ, – „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, ამის შესახებ პრეზიდენტის შვილის მეგობარმა მიხეილ თათარიშვილმა სასამართლოში დაკითხვისას განაცხადა. გამოძიება თათარიშვილს ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვას ედავება, თუმცა ბრალდებულის მტკიცებით, მას ნარკოტიკი პოლიციამ ჩაუდო. თათარიშვილმა დეტალურად გაიხსენა მისი დაკავების დეტალები.

“ბათუმიდან მოვდიოდით მეგობრები. რიკოთზე გავჩერდით საჭმელად. როცა ველოდებოდით შეკვეთის მოტანას, შემოვარდნენ პოლიციელები. მათ რამე ამოსაცნობი ფორმა არ ეცვათ, არც წარმოუდგენიათ თავი, არც არაფერი უთქვამთ, პირდაპირ მოვარდნენ, მომკიდეს ხელი, გამიყვანეს გარეთ და ჩამტენეს მანქანაში. ამის შემდეგ წამიყვანეს თბილისში, პოლიციის მთავარ სამმართველოში. როცა გარეთ გამომიყვანეს ვიტრიალეებდი ჯიბეებს, ვყვიროდი, მინდოდა ხალხი შესწრებოდა და ენახათ რას აკეთებდნენ. პოლიციის სამმართველოში რომ მიმიყვანეს მაშინ გავიგე რომ ნარკოტიკები ამოიღეს, მაგრამ ჩემი არ იყო ნარკოტიკი რომელსაც გამოძიება მედავება”, – განაცხადა მიხეილ თათარიშვილმა.

რაც შეეხება დაზიანებებს, რომელიც მას აღენიშნებოდა, როგორც ბრალდებულმა განმარტა, დაზიანებები პოლიციის მანქანაში ჩასმისას მიიღო.

“მანქანაში ჩატენვის დროს მივიღე დაზიანებები. არ ვჯდებოდი და ერთ-ერთმა პოლიციელმა ჩამარტყა”, – აღნიშნა მიხეილ თათარიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები