LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტის უარი რიგგარეშე სხდომის დანიშვნაზე უმრავლესობისთვის სამწუხარო აღმოჩნდა

63

მმართველ გუნდში სამწუხაროს უწოდებენ პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, არ დანიშნოს რიგგარეშე საპარლამენტო სხდომა, სადაც დეპუტატებმა საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით უნდა განიხილონ. დეპუტატების თქმით, გიორგი მარგველაშვილი საკონსტიტუციო ცვლილებების პოზიტიურად მიღების პროცესს ხელს უშლის.

როგორც უმრავლესობის ერთ-ერთმა წევრმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა, მარგველაშვილის უარის მიუხედავად, რიგგარეშე სხდომა მაინც ჩატარდება და ეს პარლამენტის რეგლამენტითაა გათვალისწინებული.

„სამწუხაროა, რომ პრეზიდენტი კონსტიტუციის მიღების პროცესს ხელს უშლის. ამისი დადასტურებაა, თუნდაც, დღევანდელი ფაქტი,  როდესაც რიგგარეშე სხდომის ჩანიშვნაზე პრეზიდენტმა უარი განაცხადა. თუმცა ეს პროცესს ხელს არანაირად შეუშლის,რადგან ეს პარლამენტის რეგლამენტით არის გათვალისწინებული და კონსტიტუციაც ამას ითვალისწინებს,თუ როგორ ხდება ასეთ კრიტიკულ ვითარებაში გადაწყვეტილების მიღება,“ – განაცხადა მათიკაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები