LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტის ყოველწლიური საპარლამენტო გამოსვლა 7 აპრილს გაიმართება

140

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ყოველწლიური, საპარლამენტო გამოსვლა 7 აპრილს გაიმართება.

პრეზიდენტმა მრჩევლებთან ერთად საპარლამენტო გამოსვლისათვის მზადება უკვე დაიწყო. ამ დრომდე მიმდინარეობს კონსულტაციები პარლამენტთან პრეზიდენტის ყოველწლიური გამოსვლის ფორმატთან დაკავშირებით.

პრეზიდენტი საპარლამენტო გამოსვლაში შეეხება საქართველოს მოსახლეობისათვის ყველა საჭირბოროტო თემას. მათ შორის ეკონომიკური განვითარებისა და სოციალურ საკითხებს, უსაფრთხოებასა და საგარეო ურთიერთობების, ასევე მედიისა და სასამართლოს თემებს.