LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტმა 2017 წელს 831 მსჯავრდებული შეიწყალა

60

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, 2017 წელს 831 მსჯავრდებული შეიწყალა. ოფიციალური ინფორმაციით, შეწყალების შემდეგ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებიდან გათავისუფლდა 539 მსჯავრდებული – აქედან 37 ქალი და 2 არასრულწლოვანი.

თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელი შეუმცირდა 291 მსჯავრდებულს, აქედან, 9 ქალსა და 4 არასრულწლოვანს.

1 მსჯავრდებული კი გათავისუფლდა პირობით ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისაგან.

პრეზიდენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, გასული წლის განმავლობაში შეწყალების საკითხთა კომისიის 5 სხდომა გაიმართა.

პირველ შემთხვევაში განხილული 890 პირის საქმიდან საქართველოს პრეზიდენტმა 157 მსჯავრდებული შეიწყალა, თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელი შეუმცირდა 64 მსჯავრდებულს.

მეორე შემთხვევაში განხილული 579 პირის საქმიდან პრეზიდენტმა 91 მსჯავრდებული შეიწყალა.

მესამე შემთხვევაში განხილული 1073 პირის საქმიდან შეწყალებულ იქნა 170 მსჯავრდებული.  ამასთან, შეფარდებული სასჯელი შეუმცირდა 49 მსჯავრდებულს, 1 მსჯავრდებული გათავისუფლდა პირობით ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისაგან.

მეოთხე შემთხვევაში განხილული 1406 პირის საქმიდან პრეზიდენტის მიერ შეწყალებულ იქნა 226 მსჯავრდებული. შეფარდებული სასჯელი შეუმცირდა 85 მსჯავრდებულს.

მეხუთე შემთვევაში განხილული 1182 პირის საქმიდან კი შეწყალებულ იქნა 187 მსჯავრდებული. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებიდან გათავისუფლდა 123 მსჯავრდებული, შეწყალების აქტით ვადიანი და უვადო თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელი შეუმცირდა 64 მსჯავრდებულს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები