LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტმა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეობის კანდიდატად თორნიკე რიჟვაძე წარადგინა

79

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატად თორნიკე რიჟვაძე დაასახელა.სწორედ მის კანდიდატურას წარუდგენს პრეზიდენტი აჭარის უმაღლეს საბჭოს.

„გავიაზრეთ ორივე კანდიდატურის პოზიცია და წარმომდგენი ძალების პოზიცია, შემიძლია გითხრათ, რომ არსებული ვითარებიდან გამომდინარე, როდესაც თორნიკე რიჟვაძესწარმოადგენს პარტია, რომელიც უმრავლესობას ფლობს აჭარის უმაღლეს საბჭოში, მის წარდგენას აქვს თავისი ლოგიკა. მე ავარჩიე თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურა”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

თორნიკე რიჟვაძე აღნიშნულ თანამდებობაზე „ქართული ოცნების“ კანდიდატია. ოპოზიცია კი, ერთიან კანდიდატზე შეთანხმდა და არმაზ ახვლედიანი წარადგინა. პრეზიდენტმა არჩევანი სწორედ ორ კანდიდატს შორის გააკეთა.

თორნიკე რიჟვაძე „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელი იყო. მანამდე ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის თანამდებობასაც იკავებდა.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე უმაღლესმა საბჭომ ხმათა უმრავლესობით უნდა დაამტკიცოს.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ თანამდებობა 4 ივლისს დატოვა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები