LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ ალილოს მონაწილეები მიიღეს (ფოტოები)

121

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ ალილოს მსვლელობის მონაწილეები პრეზიდენტის სასახლეში მიიღეს, მათ საჩუქრები და ტკბილეული გადასცეს და შობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს.

“ჩემო საყვარელო თანამემამულენო, გილოცავთ შობას! გრძელდება საოცარი დღესასწაული. ემოცია ახლის და კეთილის დაბადების. ჩვენ ვუნაწილებთ ამ ემოციას და ჩვენს სიყვარულს ერთმანეთს!
მშვენიერია, როდესაც პატარა მომლოცველები მოდიან აქ, ჩვენ კი, მათ სიხარულს და ძღვენს ვუნაწილებთ, რომელიც შემდეგ განაწილდება იმ ადამიანებზე, ვინც შეუძლოდაა, ან შედარებით ნაკლები შესაძლებლობა აქვს”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პირველი ლედის მაკა ჩიჩუას განცხადებით, ქრისტეშობის დღესასწაული განსაკუთრებული და გამორჩეულია.

“ჩემთვის განსაკუთრებული დღესასწაულია ქრისტეშობა და ყველაზე მეტად მიყვარს. როცა ვფიქრობ პატარა იესო, როგორ წევს თივაზე თავის მშობლების გარემოცვასა და ზრუნვაში, სულ წარმომიდგება ღვთისმშობელი და ყველა დედა მთელ დედამიწაზე.


ყველას გილოცავთ ამ უმშვენიერეს დღესასწაულს და ჩვენ გულებში მუდამ ცხოვრობდეს იესო, როგორც ის პატარა ჩვილი, გულწრფელი ადამიანი, ვინც გაგვინათა და დღემდე გვიკვლევს გზას კეთილად”, – აღნიშნა მაკა ჩიჩუამ.
ალილოს მსვლელობის მონაწილეთა მიერ სამების ტაძარში შეგროვილი შემოწირულობები ბავშვთა სახლებში, მოხუცთა თავშესაფრებში, სასჯელაღსრულების ქალთა და არასრულწლოვანთა დაწესებულებებში გადანაწილდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები