LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტმა დეკანოზი გიორგი მამალაძე არ შეიწყალა

63

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დეკანოზი გიორგი მამალაძე არ შეიწყალა. შეწყალების კომისიის თავმჯდომარის ზვიად ქორიძის თქმით, მამალაძის საკითხი კომისიაში სპეციალური წესით განიხილეს, რადგან ამ უკანასკნელს სასჯელის ნახევარი მოხდილი არ აქვს.

სპეციალური წესით განხილვისას, კომისიის სხდომას სრული შემადგენლობის 3/4 უნდა ესწრებოდეს, ხოლო დადებითი გადაწყვეტილება ყველა დამსწრემ ერთხმად უნდა მიიღოს. ქორიძის განმარტებით, მამალაძის საკითხზე კომისიაში კონსენსუსი ვერ შედგა და მათ პრეზიდენტს შესაბამისი რეკომენდაცია შეწყალებაზე ვერ მისცეს, პრეზიდენტმა კი კომისიის პოზიცია გაითვალისწინა.

რაც შეეხება ვანო მერაბიშვილის საქმეს, კომისიას მასზე არ უმსჯელია, რადგან ქორიძის თქმით, ყოფილ პრემიერ-მინისტრს კომისიისთვის არ მიუმართავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები