LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტმა დღეს ე.წ. „კაბელების საქმეზე“ მსჯავრდებული, თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები შეიწყალა

75

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ე.წ. „კაბელების საქმეზე“ მსჯავრდებული, თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები შეიწყალა.
პრეზიდენტის პოლიტიკური მდივნის ფიქრია ჩიხრაძის განცხადებით, პროცესის ვერც ერთ ეტაპზე, პროკურატურამ ვერ შეძლო წაყენებული ბრალის სათანადოდ დასაბუთება.

„საქართველოს პრეზიდენტი ამ ხნის განმავლობაში აკვირდებოდა და შესაბამის ინფორმაციას იღებდა თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების (ე.წ. კაბელების) საქმის მიმდინარეობის შესახებ. სამწუხაროდ, მთელი პროცესის განმავლობაში პოლიტიკოსების მხრიდან წინმსწრებად გამოთქმული შეფასებები ამძიმებდა საქმის ვითარებას და აღძრავდა კითხვებს შერჩევითი მართლმსაჯულებისა და პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლებრივი დევნის თაობაზე. პროცესის ვერც ერთ ეტაპზე, პროკურატურამ ვერ შეძლო წაყენებული ბრალის სათანადოდ დასაბუთება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება აღნიშნული პირების შეწყალების თაობაზე. იმედი გვაქვს, რომ ისინი უახლოეს საათებში დატოვებენ საპატიმრო დაწესებულებებს და დაუბრუნდებიან თავიანთ ოჯახებს”, – განაცხადა ჩიხრაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები