LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტმა მარგველაშვილმა შეითავსა პროკურორის როლი – ბექა ბასილაია

98

„პრეზიდენტი მარგველაშვილი აკეთებს პროკურატურის საქმეს და შეითავსა პროკურორის როლი,“ – ამის შესახებ თემურ ჯანაშიას ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ განაცხადა. ადვოკატი ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში პრეზიდენტის მიერ გარკვეულ დოკუმენტაციაზე, გრიფით „საიდუმლოს“ მოხსნაზე გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტი ხელს უშლის თემურ ჯანაშიას დაცვის ეფექტიან განხორცილებას, ვინაიდან გრიფს არ ხსნის იმ განკარგულებებს, რომელებიც 2013 წლის თებერვლის შემდეგ იმჟამინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ გამოიცა და რომლის მიხედვითაც, საიდუმლო ხარჯები ისევ გაიწეოდა.

ბასილაიას თქმით, მსგავს ხარჯებს, რომლის გაფლანგვასაც თემურ ჯანაშიას ედავებიან, გასწევდა როგორც ჯანაშიას წინამორბედი ოთარ ქველიძე, ასევე მისი შემცვლელი ანზორ ჩუბინიძე.

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ არც ანზორ ჩუბინიძეს, არც ოთარ ქველიძეს არ ჩაუდენიათ დანაშაული და რამდენადაც მათ არ ჩაუდენიათ დანაშაული, შესაბამისად, არც თეიმურაზ ჯანაშიას არ აქვს ჩადენილი დანაშაული, ვინაიდან სამივე შემთხვევაში აბსოლუტურად ერთსა და იმავე ქმედებებზეა საუბარი. ამ ყველაფრის სადემონსტრაციოდ ჩვენ ვთხოვდით საქართველოს პრეზიდენტს გრიფი მოეხსნა 2013 წლის იმ განკარგულებებზე, რომელიც მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს იყო გამოცემული ამავე საკითხებთან დაკავშირებით. თუმცა ჩვენი არა ერთი მოტივირებული და დასაბუთებული მოთხოვნისა, გიორგი მარგველაშვილმა არ მოხსნა ამ განკარგულებებს გრიფი, რასაც აქვს ერთადერთი ახსნა, რომ ის ხელს უშლის, დაცვის მხარეს ეფექტური დაცვის განხორციელებაში,“ – განაცხადა ბასილაიამ.

ადვოკატის თქმით, პრეზიდენტ მარგველაშვილისთვის პრობლემა, არა პოლიტიკური დევნა და შერჩევითი მართლმსაჯულება, არამედ საერთაშორისო პარტნიორების რეაქციაა, რამაც მას, სავარაუდოდ, დისკომფორტი შეუქმნა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები