LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტმა “მოსმენების შესახებ კანონს” ვეტო დაადო

95

საქართველოს პრეზიდენტმა ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს ვეტო დაადო,  ამის შესახებ თავად გიორგი მარგველაშვილმა რამდენიმე წუთის წინ განაცხადა.
“მოსმენების კანონი” პარლამენტს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნებით დაუბრუნდება.

ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტმა მესამე მოსმენით პირველ მარტს დაამტკიცა.  რიგგარეშე სხდომაზე 17 კანონპოექტს ეყარა კენჭი. მთავარი პროექტი 87-ხმით, 2-წინააღმდეგი მიიღეს.

პარლამენტის მიერ მიღებული საკანონმებლო პაკეტის მთავარი სიახლე სსიპ-ის – ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შექმნაა, რომელიც სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში ჩამოყალიბდება. ფარულ მოსმენა-მიყურადების ექსკლუზიური უფლებამოსილება სწორედ აღნიშნულ სააგენტოს ექნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები