LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მამუკა ბახტაძე ოფიციალურად წარადგინა

31

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მამუკა ბახტაძე ოფიციალურად წარადგინა. შესაბამისი განკარგულება ქვეყნის პირველმა პირმა უკვე გამოსცა.

“საქართველოს კონსტიტუციის 801 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წამოყენებულ იქნეს საპარლამენტო უმრავლესობის მიერ წარმოდგენილი მამუკა ბახტაძის კანდიდატურა“, – ნათქვამია პრეზიდენტის განკარგულებაში.

მამუკა ბახტაძეს 7 დღე აქვს, რათა მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა წარადგინოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები