LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტმა სემეკ-ის წევრის თანამდებობაზე დავით ნარმანიას კანდიდატურა წარადგინა

42

საქართველოს პრეზიდენტმა სემეკის წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე თბილისის ყოფილი მერის, დავით ნარმანიას კანდიდატურა წარადგინა. ინფორმაციას გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„მიმდინარე წელს საქართველოს პრეზიდენტმა სემეკის სამ ვაკანტურ თანამდებობაზე სამი შესაბამისი კანდიდატურა წარადგინა. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს პარლამენტისთვის სემეკის წევრობის კანდიდატების წარდგენა საჭიროებს შეთანხმებას საქართველოს მთავრობასთან.

შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან აღნიშნული შეთანხმების ფარგლებში, ნომინირებული იქნა მაია მელიქიძის კანდიდატურა, რომელიც უკვე დამტკიცებულია, და გოჩა შონიას კანდიდატურა. ხოლო საქართველოს მთავრობის მხრიდან საქართველოს პრეზიდენტს ეთხოვა დავით ნარმანიას კანდიდატურის ნომინირება”, – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

მაია მელიქიძის კანდიდატურა პარლამენტმა 30 ივნისს დაამტკიცა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები