LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტმა ვეტერანებისთვის 93 ათასი ლარი გამოყო

86

ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ვეტერანებს მედიკამენტების ვაუჩერები გადაეცემათ.

აღნიშნული პროექტი პრეზიდენტის ადმინისტრაციამ კომპანია „ავერსთან” პარტნიორობით  განახორციელა.

ამისათვის პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან 93 ათას ლარზე მეტი გამოიყო.

“საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდად გამოიყო თანხა და ფარმაცევტულ კომპანია “ავერსთან ” პარტნიორობით 922 ვეტერანი მიიღებს 140 ლარიან ვაუჩერს, რომელიც მათ დაეხმარებათ მედიკამენტების შეძენაში”, – განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა და მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა.

პოპულალურები